სიახლის ძიება
შემოგვიერთდით
მომხმარეპლის პანელი
რეკლამა
ლამაზი მკერდის საიდუმლო და მოვლა

ლამაზი მკერდის საიდუმლო და მოვლა!" ლამაზი მკერდის საიდუმლო და მოვლა! ქალის სხეულის ყველა ნაწილიდან, მკერდი ითვლება ქალურობის და გრაციის განსახიერებად. მკერდის ზომა, ფორმა და სიმკვრივე დამოკიდებულია სხეულის წყობაზე სილამაზის კანონების მიხედვით, კერტები განლაგებული უნდა იყოს მხრის ძვლის შუა ადგილის დონეზე, ხოლო მანძილი ლავიწიდან კერტამდე უნდა იყოს 2-ჯერ მეტი, ვიდრე კერტიდან მკერდის ქვედა ნაკეცამდე – ეს კლასიკაა. თუ ასეთი შესაბამისობა არ აგეღნიშნებათ, ნუ მოიწყენთ, ყოველთვის შეიძლება მოინახოს კორექციის სხვადასხვა საშუალება, რომელიც გაგიუმჯობესებთ მკერდის ფორმას. პირველ რიგში, ეს არის ყოველდღიური სწორი მოვლა, მიმართული სიმკვრივის გასაუმჯობესებლად და ბიუსტის დაწევის თავიდან ასაცილებლად, ასაკობრივი ცვლილებების სიჩქარის შესანელებლად. ფაქტია, რომ მკერდის ჭკნობა, სიმშრალე, კანის საფარის გამოფიტვა, ორგანიზმის დაბერების პროცესში აუცილებლად ხდება.

მკერდის მოვლისას მნიშვნელოვანი მომენტია ყოველდღიური წყლის პროცედურები. შეისხით სარძევე ჯირკვლებზე ჯერ თბილი, ხოლო შემდეგ ცივი წყალი (3-7-ჯერ) ან გაიკეთეთ კონტრასტული ჰიდრომასაჟი შხაპის ზომიერი ნაკადით. ეს ასტიმულირებს ლიმფას, სისხლის მიმოქცევას მკერდის ჯირკვლებში, ატონიზირებს, ასწორებს და სიმკვრივეს მატებს კანს. თანამედროვე პირობებში, როცა წყალი სავსეა ქლორით და მძიმე მეტალებით, დაჟინებითი რეკომენდაციაა ჩვეულებრივ ტუალეტის საპონზე უარის თქმა, რომელიც ისედაც აშრობს კანს. გამოიყენეთ გელი შხაპისათვის, რომელიც შეიცავს ნეიტრალურ PH , ან უკიდურეს შემთხვევაში, კრემ-საპონი. ჭკნობაშეპარული, გაუწყლოებული და მოდუნებული მკერდის კანისათვის ძალიან სასარგებლოა სველი კომპრესები, ხოლო ბოლოს– ყინულის მასაჟი მცირე დროით. 8-ჯერ გაკეცილი დოლბანდი დაასველეთ მკვდარი ზღვის მარილით გაჯერებულ წყალში (ს.კ. მარილი 0,5 ლიტრ წყალზე), დაიდეთ მკერდზე 10 წუთით, ხოლო შემდეგ დაიზილეთ ყინულით, რომელიც მომზადებული იქნება ამავე ხსნარისაგან. ეს იქნება მკერდის კანის ტონიზირება და მინერალიზირება. იგივე პროცედურა შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი ნაყენისაგან: აიღეთ თანაბარი რაოდენობის მწვანე ჩაი, მუხის ქერქი, პიტნა, გვირილა, ცაცხვის ყვავილი – ეს არის მატონიზირებელი და გასამკვრივებელი ნაყენი. ფინალი – წაისვით ისეთი მკვებავი საშუალება, რომელიც დამოკიდებულია მოვლის მიზანზე. ეს შეიძლება იყოს სპეციალური კრემი მკერდისათვის (სახის და ტანის კრემი არ გამოდგება, რადგან მკერდის კანს სხვა სტრუქტურა აქვს). შეამოწმე, როგორ გამოიყურება შენი მკერდი სპეციალისტთან ვიზიტის შემდეგ: გარკვეული დარღვევები ხერხემალზე, კისრის და მკერდის ნაწილში, ასევე მხრების სახსრებში, აუცილებლად მოახდენს გავლენას მკერდის კუნთის მდგომარეობაზე, და მაშასადამე, მისი სიმაღლის დონეზეც. ამის შემოწმება ძალიან ადვილია: ჩამოუშვით მხები წინ და მოიხარეთ-მკერდი ჩამოუშვით. შენიშნავთ, რომ ნაკეცები გაიზრდება; ახლა ხელები უკან წაიღეთ, შეაერთეთ და დაბლა დაუშვით – მკერდი მაღლა აიწევს და უკეთეს ფორმას მიიღებს. ასეთი მდგომარეობა ბუნებრივად რომ იქცეს, მიაკითხეთ სპეციალისტს ხერხემლის კორექციისათვის. თუ კანზე დაგრჩათ ხაზები მშობიარობის შემდეგ ან წონის ცვლილებისას, ანუ კანი დაიწელა, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დამთავრებისას იდეალური საშუალებაა კაკაოს ზეთი(კოსმეტიკური), რომელიც უნდა წაისვათ შემთბარ მდგომარეობაში. ეს ერთადერთი ზეთია, რომელიც მდიდარია ელასტინით. ნებისმიერი დაწელილობა – ეს არის ელასტინის ბოჭკოების დაშლა კანის დერმალურ ფენაში. კაკაოს ზეთი შესანიშნავად აღადგენს ელასტინის ბოჭკოებს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზეთი ადვილად შეიწოვებოდეს და არ ტოვებდეს ცხიმიან ფენას ზედაპირზე, ამიტომ, ის უნდა იყოს 100% სუფთა სახით, განკუთვნილი ამ მიზნებისათვის. რეკომენდირებულია მასაჟი კაკაოს ზეთით მკერდის, მუცლის და დუნდულების მიდამოებში ნებისმიერი ორსულისათვის პირველ თვეებში. ეს დაეხმარება თქვენს კანს, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად აღიდგინოს პირვანდელი მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ. შემოწმებულია მრავალჯერ! არგად კვებავს, ამკვრივებს(ანტიოქსიდანტების თვისებების ხარჯზე) და აღადგენს მკერდის კანს ყურძნის კურკის ზეთი. სასურველია დავამატოთ ეთერზეთები: სანდალოზის, როზმარინის, მანდარინის. იგი ამცირებს კანის მოდუნებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გაცვლით პროცესებს, შედეგად – იმატებს სიმკვრივე. მაღლა ჩამოთვლილ საშუალებათა გამოყენების ხანგრძლივობა მოიცავს მინიმუმ 6-7 თვეს. მაგრამ სპეციალისტთან კონსულტაცია შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში სასურველი შედეგის მისაღწევად. პერიოდულად შეამოწმე მკერდი, ხომ არ გაჩნდა საეჭვო გამაგრებები და "ბურთულები". თუ ეს პრობლემა წარმოიქმნება, სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს საშიშროება მთლიანად ჯანმრთელობისათვის. ქალებისა და გოგონებისათვის, რომელთაც სუსტი, დიდი ან პატარა მკერდი აქვთ, რეკომენდირებულია რეგულარული ცურვა, ბრასის სტილში. მკერდის ლამაზი ფორმის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია გულდასმით შეარჩიოთ და სწორად ატაროთ ლიფი, განსაკუთრებით ეს ეხებათ ქალებს – დიდი, ჩამოკიდებული მკერდით. იგი არსად არ უნდა გაჭერდეთ, ბრეტელები არ უნდა იყოს ძალიან წვრილი და არ უნდა იჭრებოდეს სხეულში, რადგან ეს ძალიან ცუდად აისახება მკერდის ჯირკვლების სისხლმომარაგებაზე და აუარესებს კანის კვებას. ლიფი არ უნდა გვიქმნიდეს დისკომფორტს ტარებისას და არ უნდა გვახსენებდეს თავს. სხვადასხვა დროს მკერდის სილამაზის ცნება იცვლებოდა, სხვადასხვა ეპოქაში ლამაზად ითვლებოდა ხან ფუმფულა დიდი მკერდი, ხან პატარა კონუსის ფორმის. ამჟამად ლამაზად ითვლება ისეთი ზომის მკერდი, რომელიც სხეულის მოძრაობისას ინარჩუნებს ფორმას. ანუ ლამაზია მაღალი და მკვრივი მკერდი ზომის მიუხედავად, მკერდის მთავარი ღირსებაა მისი ტონუსი. მკერდის სიმაღლეს და ტონუსს განსაზღვრავს შემდეგნაირად - მკერდის ქვემოდან დებენ ფანქარს, ძალიან კარგია თუ ფანქარი ჩამოვარდა, ხოლო თუ დარჩა -მკერდის ჩამოწევის პრობლემა გაქვთ. მოცეკვავეების შერჩევისას იდეალურად მიიჩნევა მკერდი, რომლის თავი ზევითაა მიმართული, ხოლო ზედა ნაწილის ზომა საერთო ზომის 1/3-ს არ უნდა აღემატებოდეს.. ამბობენ, რომ ამჟამად მკერდის იდეალურ ზომას მათემატიკურად ითვლიან. მკერდის ზომის შეცვლა მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია. ხოლო მკერდის ტონუსში ყოფნა, მისი კანზე ზრუნვა და მისი ფორმის ოდნავ კორექტირება თავადაც შეგიძლიათ.მკერდის ფორმის შეცვლას ხელს უწყობს არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერი. თუ ის მეტისმეტად ვიწროა, ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. განიერი კი არ იმაგრებს მკერდს, რაც მკერდის ჩამოწევას უწყობს ხელს.ცუდი აღნაგობა. მუდმივად მოხრილი ზურგი არ შეგმატებთ სილამაზეს არც თქვენ და არც თქვენ მკერდს. ამიტომ გაიმართეთ და მოხდენილ სიარულსაც ისწავლით.ულტრაისფერი გამოსხივება. მზის პირდაპირი სხივები ხელს უწყობს კანის დაბერებას, და მკერდის კიბოს წამოქმნას. ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ გარუჯვას წელზევით შიშველი გადაწყვეტთ. უმჯობესია ტანზე გაურუჯავი ზოლი დაგრჩეთ ბიუსჰალტერისგან, ვიდრე შემდეგ ექიმებთან იაროთ ცვლილებები წონაში. მკერდის ცხიმოვანი უჯრედები პირევლ რიგში იშლება, მკერდი მოშვებული ხდება და კანზე ჩნდება სტრიებიცხელი აბაზანა ასევე ვერ შემატებს სილამაზეს თქვენ მკერდს. თუ მას ვერ შეელევით, იგი მხოლოდ 10-15 წთ. მიიღეთ ბავშვის ძუძუთი კვება. როგორც წესი, მშობიარობის და ძუძუთი კვების შემდეგ მკერდი კარგავს სიმკვრივეს, ჩნდება სტრიები. ამიტომ მკერდს ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მკერდის მოვლა ადრეული ასაკიდან დაიწყეთ. ცივი შხაპი არასასიამოვნო, მაგრამ ძალიან სასარგებლო პროცედურაა. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს მათ, მკერდის კანს უფრო ელასტიკურს და მკვრივს ხდის. ჩაიტარეთ ყოველდღე წრიული მოძრაობები 1-2 წთ. დაიწყეთ მარცხენა მკერდიდან. თუ ასეთი პროცედურისთვის მზად არ ხართ, მკერდზე წაისვით ყინულის ნატეხები ყელის მიმართულებით. ლიფტინგ- ეფექტი გარანტირებული გაქვთ. გადავლება - ასე ეწოდება მკერდის გაახალგაზრდავების პროცედურას. პულვერიზატორიან ფლაკონში ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს და ამატებენ ცოტა გვირილას. დილაობით შხაპის მიღებისას მკერდს ასხურებენ ამ სითხეს. მკერდის დასაზელად აიღეთ ხაოიანი პირსახოცი, დაასველეთ 22 გრადუსიან წყალში, კარგად გაწურეთ და შემოიხვიეთ მკერდზე, შემდეგ სველი პირასახოცით დაიზილეთ მკერდი ორივე ხელით 1 წთ. განმავლობაში. შეცვალეთ მშრალი ოდნავ შემთბარი პირასხოცით და ფრთხილი მოძრაობებით შეამშრალეთ მკერდი. წყლის ტემპერატურა ყოველი ორი დღის შემდეგ დაწიეთ ნახევარი გრადუსით და მიიყვანეთ 13-14 გრადუსამდე. სამი კვირის შემდეგ წყალს დაამატეთ სუფრის მარილი, რომელიც ხელს უწყობს კანის გაღიზიანებას და ამით სისხლის მიდინებას გაძლიერებას. კოსმეტიკური ნიღბები და ზეთები ხელს უწყობს ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს მკერდის კანს. მათ სქელ ფენად უსმევენ მკერდზე და ტოვებენ კარგად გაშრობამდე. ნიღბის მოსამზადებლად აურიეთ ხაჭო, ზეითუნის ზეთი და კვერცხი ან თაფლი და არაჟანი. მიღებული მასა გაიჩერეთ მკერდზე 20 წთ. და ჩამოიბანეთ. მკერდის კანზე ცუდად მოქმედებს ტენის დაკარგვა, ამიტომ წესად გაიხადეთ, რომ დაბანის შემდეგ მკერდსა და დეკოლტეს მიდამოში წაისვით დამატენიანებელი კრემი, რაც კანს რბილს და ნაზს გახდის. საერთოდ ყველანაირი ტონიკი, გელი, კრემი, ნიღაბი ხელს უწყობს მკერდის აწევას, სიმკვივეს, კანის სიგლუვეს. ეცადეთ ეს საშუალებები დღეში 2-ჯერ წაისვათ. წასმა დაიწყეთ ნაზი მოძრაობებით მკერდის ცენტრიდან გვერდებისკენ ყელისა და დეკოლტეს ჩათვლით. მკერდის მასაჟისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ძლიერი დაწოლით შესაძლოა სარძევე ჯირკვლები დააზიანოთ. რეკომენდებულია მხოლოდ ჰიდრომასაჟი. ის არ აზიანებს მკერდს, წყალი კი მსუბუქ ზემოქმედებას ახდენს მასზე და წევს ტონუსს. დაარეგულირეთ წყლის ტემპერატურა -საშუალო ტემპერატურის წყალი დისკომფორტს არ გაგრძნობინებთ. წყლის ნაკადი ძლიერი არ უნდა იყოს, რათა მკერდი არ დააზიანოთ, არც სუსტი, რათა სათანადო ეფექტი მიიღოთ. წყლის ნაკადით გაიკეთეთ ზევით მიმართული წრიული მოძრაობები თითოეულ მკერდზე 10-ჯერ, მკერდის ქვეშ მოძრაობა უფრო ინტენსიური უნდა იყოს, რადგან ეს ზონაა პასუხისმგებელი მკერდის სიმაღლეზე. თავები და მის ირგვლივ მიდამო მეტად მგრძნობიარეა, ამიტომ მოარიდეთ წყლის პირდაპირ ჭავლს. მასაჟის ხანგრძლივობაა 10 წთ. შხაპის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ მკერდი და წაისვით მაკორექტირებელი ბალზამი ან მკვებავი კრემი. მკერდის დაოსური მასაჟისას მკერდს აქცევენ მუჭში და გააკეთეთ ფრთხილი, წრიული მოძრაობები მხრისკენ. შემდეგ ხელისგულები დააფარეთ მკერდზე, ისე რომ გული თავებს ფარავდეს და დააწექით. გაიმეორეთ 9-ჯერ ამოსუნთქვის დროს. გამართული ზურგი ლამაზი მკერდის საწინდარია. მოხრილი ზურგი და ჩამოშვებული ხელები ყველაზე ლამაზ მკერდსაც ნაკლებად მიმზიდველს ხდის. ამიტომ იარეთ გამართულმა. ამ ჩვევის გამომუშავება შეიძლება ძველი აღმოსავლური მეთოდით. დაიდეთ თავზე წიგნი, გაიარეთ ოთახში და ეცადეთ წიგნი არ ჩამოვარდეს. გამოიყენეთ ეს მეთოდი, სანამ გამართულად სიარულს არ ისწავლით. სპორტის და ვარჯიშის გარე ყოველგვარი მასაჟი წყლის ნაყვაა. მკერდის ტონუსის შესანარჩუნებლად საუკეთესო სპორტია ცურვა. თუ არ ცურავთ, მიმართეთ ფიტნეს-ცენტრს ან თავად ჩაატარეთ მარტივი ვარჯიშები.

ვარჯიშის დაწყებამდე ჩაატარეთ მოთელვა: გაამოძრავეთ თავი, ხელები გამართეთ და გააკეთეთ წრიული მოძრაობები.

ძირითადი ვარჯიში
დადექით სახით კედელთან და მიეყრდენით ხელებით, მიაწექით კედელს მთელი ძალით 10 წმ., თითქოს მის გადაადგილებას აპირებთ, ჩამოუშვით ხელები, დაფერთხეთ, მოდუნდით, გაიმეორეთ 10-ჯერ.
დადექით სწორად, ხელები ოდნავ მოხარეთ, დაიწყეთ თეძოებზე. ეცადეთ ხელები ნელ-ნელა, 10-15 წთ. განმავლობაში წაიღოთ ზურგს უკან. გაიმეორეთ 8-ჯერ.
შეაერთეთ ხელისგულები მკერდის წინ და დააწექით მათ მორიგეობით 3-5 წთ. გაიმეორეთ 8-10-ჯერ
“ბრასი ხმელეთზე”. თუ აუზზე სიარული არ შეგიძლიათ, გააკეთეთ შემდეგი ვარჯიში. გაიმართეთ, მიეყრდენით კედელს ზურგით, დაჭიმეთ მკერდის კუნთები და ისეთი მოძრაობები გააკეთეთ ხელით, თითქოს ბრასით ცურავთ. მოძრაობები ნელა შეასრულეთ, მკერდის კუნთები დაჭიმული იქონიეთ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ გააკეთეთ ზურგის გასამართი ვარჯიში: წიგნი დაიდევით თავზე და იარეთ ოთახში. ამით კუნთები ეფექტურად მოდუნდება და საჭირო სამუშაო ტონუსს მიიღებს. თუ ოთახში სიარული არ გამოგდით, გაჩერდით ერთ ადგილას, მოეჭიდეთ სკამს ან მაგიდას, ოღონდ არავითარ შემთხვევაში კედელს არ მიეყრდნოთ

Check PageRank

(ქართულად), and, dinozavrebi kartulad, dinozavrebi qartulad, eqskluzivi, Excluzive, filmebi kartulad geo, filmebi qartulad, filmebi rusulad, kartulad, kartulad natargmni, natargmni, of, of the, onlainshi, onlineshi, pilmebi qartulad, qartula, qartulad, qartulad natargmni, rusulad natargmni, Teen wolf season 5, the, დიდი, დინოზავრები ქართულად, ექსკლუზივი, ექსკლუზიურად, ნათარგმნი, ონლაინ, ონლაინში, ონლინე, უყურეთ, ფილმები, ფილმები ქართულად, ფილმი, ქართულად, ქართულად გახმოვანებული, ქართულად ნათარგმნი, ქართულად ონლაინში, ცხოვრება

ყველა ტეგის ნახვა