IMDB: 8.2

კომა

გამოშვების წელი: 2013

ქვეყანა: საქართველო

რეჟისორი: აჩიკო ქავთარაძე

მსახიობები: გიორგი მასხულია ჯანო იზორია მიხეილ ახვლედიანი ზურაბ ბეგალიშვილი

კომა - ისტორია რეალურ ცხოვრებაზე, სოციალურ მდგომარეობასა და განგებაზე. ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ტიტე გოგიას ისტორიას, რომელიც საავტომობილო ავარიის გამო ციხეში ხვდება. ციხეში ტიტე მისთვის სრულიად ახალ რეალობას აღმოაჩენს; პატიმრების მიმართ არაადამიანური და ცინიკური მოპყრობა მის მდგომარეობას დიდ დაღს ასვამს. პარალელურად ისტორია საავადმყოფოში ვითარდება, სადაც ავარიის მსხვერპლები წვანან. ერთ-ერთი მათგანი კომაშია. ტიტეს ბედი სწორედ მათ გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული. რამდენის ატანა შეუძლია ადამიანს იმ ვითარებაში, სადაც სამართლის დადგენა შეუძლებელია? რა უნდა ქნა, როდესაც სისტემას ეჯახები? სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანების სისასტიკე, უპასუხისმგებლობა, გულგრილობა და ფარისევლობა?

IMDB:

გააგრძელე საქართველოს ისტორია

გამოშვების წელი: 2016

ქვეყანა: საქართველო

რეჟისორი:

მსახიობები:

გააგრძელე საქართველოს ისტორია“ არის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლი, რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის უმძიმესი ეპოქები - თემურ ლენგის შემოსევები, მეთხუთმეტე საუკუნე, კონსტანტინეპოლის დაცემის შედეგად საქართველოს იზოლაციაში მოქცევა, მეთექვსმეტე საუკუნის პირველი ნახევარი და ერეკლე მეორის ეპოქა.RNმოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებში გადმოცემულია საინტერესო ამბები საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქებიდან. ფოტოს ავტორი - გუჯა შეყილაძე

IMDB:

პატარძლები / BRIDES

გამოშვების წელი: 2014

ქვეყანა:

რეჟისორი:

მსახიობები: MARI KITIA GIORGI MAKHARADZE GIORGI MASKHARASHVILI SERGO BUIGLISHVILI ANUKA GRIGOLIA

პატარძლები - ასე მოიხსენიებენ ციხეში, პატიმარ ქმრებთან, ხელის მოსაწერად მისულ ქალებს. მათ უმეტესობას ცხოვრების ნახევარი აქვთ ერთად გატარებული, მაგრამ ეს ფორმალობა გამორჩენიათ. ხელის მოწერა ქმრის ნახვის ერთადერთი საშუალებაა.

IMDB: 8.3

მანდარინები / Tangerines

გამოშვების წელი: 2013

ქვეყანა:

რეჟისორი: ZAZA URUSHADZE

მსახიობები: ლემბიტ ულფსაკი, გიორგი ნაკაშიძე, ელმო ნიუგანენი, Misha Meskhi, რაივო ტრასი, ზურა ბეგალიშვილი

ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ფილმში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.



IMDB: 7.8

გასეირნება ყარაბაღში / A Trip to Karabakh

გამოშვების წელი: 2005

ქვეყანა:

რეჟისორი: ლევან თუთბერიძე

მსახიობები: მიშა მესხი NUTSA KUKHIANIDZE ლევან დობორჯგინიძე ნინო კასრაძე გიორგი გურგულია

მთავარი გმირები, გიო (ლევან დობორჯგინიძე) და გოგლიკო (მიხეილ მესხი) მეგობრის თხოვნით მიემგზავრებიან აზერბაიჯანში, საქართველოში ნარკოტიკების ჩამოსატანად. გზად ყველაფერი იბნევა და ისინი აღმოჩნდებიან სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ეპიცენტრში. დაჭრილი გოგლიკო რჩება აზერბაიჯანელებთან, ხოლო გიო გადადის სომხების მხარეს.


IMDB: N/A

უძინართა მზე

გამოშვების წელი: 1992

ქვეყანა:

რეჟისორი: თემურ ბაბლუანი

მსახიობები: დავით კაზიშვილი ელგუჯა ბურდული გივი სიხარულიძე ეკა საათაშვილი

ბუნებით მაძიებელი, ნიჭიერი, მაგრამ მოკრძალებული ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს შეალევს. საკუთარი ბინის სხვენში ექსპერიმენტებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს.

IMDB: 7 ,1

ალი და ნინო / ALI & NINO

გამოშვების წელი: 2016

ქვეყანა:

რეჟისორი: ASIF KAPADIA

მსახიობები: ADAM BAKRI მარია ვალვერდი მენდი პატინკინი კონი ნილსენი HOMAYOUN ERSHADI

მუსლიმი პრინცი ალი და ქართველი არისტოკრატი ნინო აზერბაიჯანში გაიზრდნენ. მატი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია პირველი მსოფლიო ომისა და მსოფლიოს ბაქოს ნავთობისათვის ბრძოლის დროს დაიწყო. მათ არჩევანი უნდა გააკეთონ: იბრძოლონ საკუთარი ქვეყნების დამოუკიდებლობისათვის თუ ერთმანეთისათვის.


IMDB: 7.1

კრიმინალები / Criminals

გამოშვების წელი: 2015

ქვეყანა:

რეჟისორი: ბაჩო გოქაძე

მსახიობები: ზურა ბეგალიშვილი, დევი ბიბილეიშვილი, დათო დავითულიანი, გიორგი გოგუაძე, გიორგი გურგულია, ლაშა კანკავა

დათოს და ლაშას ზუსტად 24 საათი აქვთ, იმისათვის, რომ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს დიდი ვალი დაუბრუნონ. ფილმის მთავარი გმირებს, რომლებსაც კანონიერად, ფულის შოვნის ყველანაირი გზა აქვთ მოჭრილი, გადაწყვეტენ უკანონო გზებით მოაგვარონ პრობლემა.


IMDB: 5.6

აგვისტოს 5 დღე

გამოშვების წელი: 2011

ქვეყანა:

რეჟისორი: რენი ჰარლინი

მსახიობები: რუპერტ ფრენდი ველ კილმერი ენდი გარსია დინ კეინი ემანუელ შრიკი ჰითერ გრეჰემი MIKKO NOUSIAINEN რიჩარდ კოილი ANTJE TRAUE რადე შერბეჯია

ფილმი არის გადაღებული საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს მმხდარ ომს შორის, და ამერიკელი ჟურნალისტისა და მისი კამერამენის ისტორია რომლებიც მოხვდნენ დიდი გაუგებრობაში და ტყვიების ცვენაში.


IMDB: 7.9

როდესაც დედამიწა მსუბუქი გვეჩვენება

გამოშვების წელი: 2015

ქვეყანა:

რეჟისორი: თამუნა ქარუმიძე, SALOME MACHAIDZE, DAVID MESKHI

მსახიობები:

დოკუმენტური ფილმი ქალთველ ახალგაზდობაზე, მსახიობებზე, მომღერლებზე , მხატვრებზე, რომლებიც გრძელ თმას ატარებენ და იქ დადიან უსაქმოდ , სადაც მზე ისე ანათებს როგორც კალიფორნიაში.


IMDB: 8.9 (727)

შერეკილები

გამოშვების წელი: 1974

ქვეყანა:

რეჟისორი: ელდარ შენგელაია

მსახიობები: ვასილი ჩხაიძე, Demno Jgenti, Ariadna Shengelaia, Boris Tsipuria, აბრეკ ფხალაძე, Merab Eliozishvili

ერთაოზს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში აღარაფერი დარჩენია, რადგან რაც კი ებადა მამისეულ ვალებში დაარიგა და ამიტომაც, ახლობლის რჩევით (ისიდორე ბაბუა) ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე ერთიშეხედვით შეყვარებული ერთაოზი, მას ციხის უფროსის „ცხედრის“ თავიდან მოშორებაში დაეხმარება.



IMDB: 9.0 (108)

არასერიოზული კაცი

გამოშვების წელი: 1980

ქვეყანა:

რეჟისორი: დიმიტრი ბათიაშვილი

მსახიობები: გია ფერაძე, Guram Chelidze, ტ. ჩიჩუა, ა. დათუნაშვილი, ა. გაბუნია, თ. ჟორჟოლიანი

მთავარი პერსონაჟი, ნიკო შინ ბრუნდება მას შემდეგ, რაც მეზობლების დაჟინებით მას გადაიყვანენ კლინიკაში, ალკოჰოლიზმისგან სამკურნალოდ. შინ დაბრუნებული ნიკო ცდილობს, რამე საქმე წამოიწყოს. იგი ძველ მეგობრებს სამუშაოს ძებნაში მიმართავს. პარალელურად ნიკო საკუთარ მამას არწმუნებს, თითქოს მუშაობა დაიწყო. ამას თან ერთვის ფიქრები უიღბლო სიყვარულზე. მას შემდეგ, რაც ნიკო ცხოვრებაზე სერიოზულად დაფიქრდება, ყველაფერი იცვლება - იგი შესთავაზებს მეზობელ ქალს ერთად ცხოვრებას, იწყებს ოჯახზე ზრუნვას და სამუშაოსაც პოულობს.

IMDB: 9.0 (714)

ფესვები

გამოშვების წელი: 1987

ქვეყანა:

რეჟისორი: გუგული მაღალაშვილი

მსახიობები: სოსო ჯაწვლიანი, დოდო აბაშიძე, ია ფარულავა, Lorans Ragon, ლევან აბაშიძე, Aleksandre Medzmariashvili

ბედის საძებნელად საფრანგეთში გადახვეწილმა გიორგი ზაქარეიშვილმა სამშობლოში დაბრუნების ოცნება საფლავში თან ჩაიტანა. ბევრს ეცადა, მაგრამ ღარიბსა და უთვისტომოს ყველგან ხელი მოეცარა, მძღოლობას ვერ გასცდა. ბოლოს ფრანგ გოგონაზე დაქორწინდა და სამუდამოდ პარიზში დასახლდა. სამშობლოს ნოსტალგია არასდროს განელებია. გიორგის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილიშვილმა ბაბუის ფერფლი მშობლიურ სოფელში ჩამოიტანა.

IMDB: 6.6

მძევლები Hostages

გამოშვების წელი: 2017

ქვეყანა:

რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი

მსახიობები: IRAKLI KVIRIKADZE თინათინ დალაქიშვილი მერაბ ნინიძე NADEZHDA MIKHALKOVA MARIYA SHALAYEVA

ფილმი 1983 წელს თბილისში თვითმფრინავის გატაცების მცდელობის რეალურ ისტორიას ეყრდნობა. 7 ქართველი ელიტარული ოჯახებიდან თვითმფრინავის გატაცებას ეცდება. მცდელობა კი ტრაგიკული შედეგით სრულდება.


1 2